„თავისუფლების ცენტრი“ დარბევის დროს დაშავებულთა შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ მიმდინარე წლის 26 მაისს სამართალდამცველების მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა საკითხზე რესპუბლიკურ, პირველ კლინიკურ (არამიანცის) და წმიდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოებში მონიტორინგი განახორციელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, „არამიანცის“ საავადმყოფოში შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიყვანილ ადამიანებს შემდეგი დიაგნოზი დაუდგინეს: მაისურაძე ზაალს – კოჭის წვივის დაჟეჟილობა; მორის ტეხურს – მარჯვენა მუხლის დაჟეჟილობა; ვალერი ხინჯიკაშვილს – მუცლისა და გულმკერდის დახურული ტრავმა; ერესტი გაბისონიას – კომბინირებული ტრავმა, ტრავმული შოკი; ვლადიმერ მასურაშვილს – ტრავმული შოკი; ილია კორინთელს – მარცხენა მტევნის მე-5 თითის აპონევროზის დაზიანება. ამავე საავადმყოფოში მოქალაქეთა მიერ მიყვანილი დაზარალებულების სია და დიაგნოზი ასეთია: მაია მახარაძეს – ცხვირის დაჟეჟილობა; სვეტლანა ახალაიას – დაჟეჟილობა, ჭრილობა საფეთქლის არეში, მარცხენა წვივის დაჟეჟილობა; მამუკა ყავლაშვილს – დაჟეჟილობა, კეფის არეში ჭრილობა; ლიზა ჩარკვიანს – მარცხენა მტევნის დაზიანება; გიორგი ბაკურაძე – დაჟეჟილობა, ჭრილობა თხემის არეში; გულიკო ჟღენტს – მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა; გელა გუჯეჯიანს – ქალას დახურული ტრავმა; მზია გუჯეჯიანს – სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა; ჟანა გუჯეჯიანი – სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა.
ამასთან, „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შემდეგ გაუჩინარებული რამდენიმე ადამიანის შესახებაც გამოქვეყნა ინფორმაცია, რომელთაც ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დრომდე ეძებენ. ესენი არიან: 1972 წელს დაბადებული დათო კურტანიძე, 40 წლის მაცი ფიფია ზედა ეწერიდან, 1952 წელს დაბადებული ამირან ჩუბინიძე; 50 წელს გადაცილებულნი აბელ ჯალაღონია და ლევან ჯღამაძე. „თავისუფლების ცენტრი“ სთხოვს მოქალაქეებს, ზემოჩამოთვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში სატელეფონო ნომერზე 871 33 67 67 დაუკავშირდნენ.