უცხოეთი
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ჯონსონს დაგეგმილი აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პირისპირ შეხვდეს.

„კიევში მივემგზავრები, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მოლაპარაკებებისთვის შევხვდები.

როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე უკრაინაში გამგზავრების წინ.

interpressnews.ge