სამართალი
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში არის ყველაფერი ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამ რეზოლუციას აქვს კონკრეტული მიზანი. მისი მიზანი არის ის, რომ გამოვხატოთ კონკრეტული პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება უკრაინის გარშემო. ამ რეზოლუციაში არის ყველაფერი ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომას ხვალ წარედგინება. ეს არის „ქართული ოცნების“ დოკუმენტი, რომელსაც მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.