სამართალი
კარლ ჰარცელი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტის რჩევა გათვალისწინებული იყოს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მიმდინარე საქმეებზე სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტების რჩევა იყოს გათვალისწინებული.

„როგორც ვიცით, თავიდანვე ევროკავშირის პოზიცია ჩამოვაყალიბე სამ ეტაპად. პირველი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა, მეორე მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დაბოლოს, სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარე საქმეებზე. ამაზეა ჩვენი ფოკუსი და ყურადღებით ვაკვირდებით.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა სახალხო დამცველის ეგიდით, ხორციელდება სხვა ვიზიტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.