პუბლიკაციები
საქართველოს მთავარი „ანტიოკუპანტი“ რუსული კინოს ვარსკვლავია! - საქინფორმი

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. მართალია, ბუბა კიკაბიძე ნახევარი ცხოვრება რუსეთში, გასტროლებზე და კინოგადაღებებზე გაატარა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ „მეგობრობის ორდენზე“ უარი თქვა, რომლითაც ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წლის 19 ივლისს დააჯილდოვა, და ამის შემდეგ რუსეთში არ უმღერია. სამაგიეროდ, მღეროდა კიევში და ძმაკაცობდა სააკაშვილთან, მაგრამ ლეგენდარულ არტისტს, რომელმაც სსრკ-ის ხალხების მრავალ თაობას ბევრი სახარული მიანიჭა, ყველაფერი ეპატიება და დიდი ჭკუა-ზნეობა არ მოეთხოვება, მითუმეტეს - სიბერეში და ჯანმრთელობის არასახარბიელ მდგომარეობაში...

სხვანაირად იქცევა ნაკლებად ცნობილი არტისტი დავით ქაცარავა - „ანტიოკუპაციური მოძრაობის» ლიდერი, რომელმაც ერთხელ სოფელ ატოცში გავლებულ „საზღვართან“ ორას „ქართველ კაცთან“ ერთად შარვალი ჩაიხადა და რუს მესაზღვრეებს უკანალი აჩვენა (სამწუხაროდ, ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტიდან საგანგებოდ წაშალეს). ქაცარავა ბევრ რუსულ ფილმში და სერიალში თამაშობს - 6 კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა, რაშიც რუსებისგან კარგი ფული მიიღო! ერთი ამის წინათ РЕН ТВ-ზე აჩვენეს - "Отцы", სადაც "შუშის რემბო", როგორც მას საქართველოში ეძახიან, კავკასიელებს აგინებს…

და საერთოდ, ქაცარავა ძალიან საკამათო ფიგურაა - კონსერვატორიაში სწავლობდა, მაგრამ თავი ჯომარდობაში იპოვა, ქართულ სამხედრო გზაზე სულ სამხედრო ტანსაცმელში დგას, მაგრამ არც ჯარში (სავალდებულო სამხედრო სამსახურში) უმსახურია, და არც აფხაზეთში - სამაჩაბლოში უომია. სამაგიეროდ „შუშის რემბო“ კარგი არტისტია - ვიდეოებს დგამს მცხეთის მახლობლად, რისთვისაც აცმევს თავის ზომბირებულ ბიჭებს კომუფლირებულ ფორმებს - ვითომ, რუსი მესაზღვრეები არიან! - და მერე დგება 20 მეტრში, ვითომ ოსებთან სადემარკაციო ხაზთან იმყოფება და "რუს ოკუპანტებს" ემუქრება! ამით ნიჭიერი პროვოკატორი ქართველებისთვის - "ორთქლის გამოსაშვები კლაპნის", ხოლო რუსებისთვის საფრთხობელას როლს ასრულებს. მათ არ იციან, რომ „შუშის რემბოს“, მიუხედავად დიდი კუნთებისა, პატარა გული აქვს - ის არაერთხელ უცემიათ და ქართულ-ბრიტანული სკოლის ჩვეულებრივმა დარაჯმაც კი გააქცია, როცა იმ სკოლასთან აღმართული რუსეთის დროშის ჩამოხსნა მოითხოვა!

   ამას გარდა, ქაცარავა - ცნობილი შოუმენი და წარმატებული ბიზნესმენია...

საქინფორმი