საზოგადოება
რუსი დიპლომატი: საქართველო მოისურვებს პლატფორმა „3+3“-ში ჩართვას

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში მიხაილ ბოჩარნიკოვი მიიჩნევს, რომ საქართველო მოინდომებს თანამშრომლობის ფორმატთან „3+3“ შეერთებას, როდესაც დაინახავს პროექტის პროდუქტიულობას.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში კონსულტაციური რეგიონული პლატფორმის „3+3“ პირველი სხდომა გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით. მანამდე საქართველოს საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ თბილისი უარს ამბობს ამიერკავკასიის შესახებ პროექტში მონაწილეობაზე.

„გვჯერა, რომ პლატფორმა „3+3“ განამტკიცებს ნდობას, ასევე ჰუმანიტარულ, კულტურულ, ეკონომიკურ ურთიერთობებს, დაეხმარება საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირების გახსნას რეგიონში“, – განაცხადა ბოჩარნიკოვმა, იუწყება РИА Новости.

როდესაც ელჩი ამ ფორმატთან საქართველოს შეერთების საკითხს შეეხო, აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის გადაწყვეტილებაა და როდესაც საქართველო ამას მოისურვებს, კარი ღია იქნება.

„როდესაც პლატფორმის „3+3“ პროდუქტიულობას დაინახავს, საქართველო მოინდომებს პროიექტში ჩართვას“, – აღნიშნა ბოჩარნიკოვმა.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, რადგანაც რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, რუსულ მხარეს ნაკლები შესაძლებლობები აქვს, აუხნას მას პლატფორმის სარგებელი, რუსეთმა მიმართა თურქეთს, აზერბაიჯანს, რომ მათ თბილისისთვის ახალი ფორმატის უპირატესობები წარედგინათ. ეს საქართველოს პოლიტიკურ ჭრილში არაფერს ავალდებულებს, დასძინა ლავროვმა.

ამ დღეებში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა ანკარის გეგმის შესახებ, რომ თურქეთში პლატფორმის „3+3“ ფარგლებში მორიგი რეგიონული შეხვედრის გამართვა იგეგმება, იუწყება თურქეთის ლიდერის კანცელარია.

Sputnik–საქართველო