უცხოეთი
საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის, რომლის მიმართაც ჩართულ მიკროფონში უხამსი სიტყვები წარმოთქვა, დაურეკა და მოუბოდიშა.
„დაახლოებით ერთ საათში მობილურ ტელეფონზე დამირეკა და მითხრა: „არაფერი პირადული, მეგობარო,“- განაცხადა ჟურნალისტმა.
შემთხვევა ორშაბათს, თეთრ სახლში მოხდა, როდესაც პიტერ დუსმა ჯო ბაიდენს ინფლაციასთან დაკავშირები კითხვა დაუსვა. „ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? ფიქრობთ თუ არა, რომ ინფლაცია არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედური არჩევნების წინ?“ — ჰკითხა ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს.
„ეს დიდი აქტივია-მეტი ინფლაცია. სულელი ნაბიჭვარი“, – თქვა ჟურნალისტის პასუხად ბაიდენმა.
interpressnews.ge