საზოგადოება
გამოვლინდა ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 803 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 701 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა - 1 136, იმერეთი - 1 074, ქვემო ქართლი - 386, შიდა ქართლი - 311, გურია - 182, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც:

4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 973, აჭარაში - 625, იმერეთში - 851.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში - 137, იმერეთში - 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 53, იმერეთში - 23.

1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 122 - თბილისში, 672 - აჭარაში.

68 145 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.