პოლიტიკა
გერმანიამ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემაზე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. გერმანიამ უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვაზე ნატო-ს მოკავშირე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების რაკეტებისა და სხვა სახის იარაღის გაგზავნის უფლება მისცა.

ნატო-ს სხვა მრავალი მოკავშირე, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, ასევე დათანხმდნენ იარაღის პირდაპირ ექსპორტს უკრაინაში, მაგრამ გერმანიის ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.

გერმანია არ უჭერდა მხარს ლეტალური იარაღის ექსპორტს ბოლო წლებში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალი“ ესტონელ და გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ესტონეთის შემთხვევაში, ოფიციალური ბერლინი უარს ეუბნება მესამე ქვეყანას უკრაინაში საარტილერიო იარაღის გაგზავნაზე, რადგან ეს შეიარაღება გერმანული წარმოშობისაა“.