პოლიტიკა
აშშ პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა ძალზედ მცირეა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ორი რამ, რაზეც პუტინმა თქვა, რომ გარანტიები სურს, არის ის, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატო- წევრი და მეორე, რომ ნატო არ განათავსებს სტრატეგიულ იარაღს უკრაინაში. მეორე საკითხზე ჩვენ შეგვიძლია რამე გამოვიმუშაოთ იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს მოსკოვი საზღვრის გასწვრივ რუსეთის ევროპულ ნაწილში. პირველ საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ევროპაში, რომელთა თანახმადაც შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატო- წევრი გახდება, ძალზედ მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს მსხვილი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.