პუბლიკაციები
საქართველოს ხელისუფლება ელოდება, როდის დაურეკავს უფალი ღმერთი და ეტყვის - იმეგობრეთ რუსეთთან! – არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 21 ინაბარი, საქინფორმი. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა გაურთულეს მუშაობა ადმინისტრაციას რუსეთის შესახებ ტყუილის გამოყენებით! ყველაზე რთული ქვეყანა, რომელთანაც ოდესმე საქმე მქონია, არის აშშ! ჩვენ გვყავს გიჟები, რომლებმაც შექმნეს ეს ფალსიფიკაციები: "რუსეთი!", "რუსეთი!", "რუსეთი!". ყველაფერი შეთხზულია, ყველაფერი გამოგონილია!“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას ქალაქ ფლორენსში გამართულ მხარდამჭერთა მიტინგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან კავშირში მას პრეზიდენტობის პირველიდან უკანასკნელ დღემდე ადანაშაულებდნენ, ხოლო დღეს გამოძიება დაიწყეს, თუ ვინ მოაწყო ეს ცილისმწამებლური კამპანია.

   იმის ალბათობა, რომ უკრაინა უახლოეს ხანებში შევა ნატო-ში, უკიდურესად დაბალია, მან ბევრი უნდა იმუშაოს რეფორმებზე დემოკრატიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველ წლისთავს მიეძღვნა. ბაიდენმაც და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც კი აღიარეს, რომ რუსეთის მზადება უკრაინაში შეჭრისთვის ფეიკია!

   მაგრამ საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორც ჩანს, ვერაფერს ხედავენ აშშ-ს ელჩის ცხვირს იქით: „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის “ვოლკი“ ტელესპიკერები ერთმანეთს „მტერთან“ ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და წარუმატებლად ცდილობენ ნატოს „ღია კარში“ შეჭრას, რომელიც საქართველოს „გარდაუვალი რუსული აგრესიისგან იხსნის“...

თუკი ქვეყნის მბრძანებლებს არ სურთ ამერიკის პრეზიდენტების, ყოფილისა და ამჟამინდელის, მოსმენა, იქნებ ელიან, რომ თავად უფალი ღმერთი დაურეკავს და ეტყვის: „ნუ წახვალთ ნატოში, სადაც არ გელოდებიან, იმეგობრეთ რუსეთთან?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდიბეგიშვილი

2022 წლის 21 იანვარი
საქართველო, თბილისი