აქტუალური
ენტონი ბლინკენი ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

,,რუსეთის მიმდინარე და უსაფუძვლო სამხედრო გაძლიერების ფონზე უკრაინაში და მის ირგვლივ, მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი აირჩევს შემდგომი აგრესიის გზას უკრაინის წინააღმდეგ, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, გააძლიერებს ნატო-ს წარმომადგენლობას ფრონტის ხაზზე მოკავშირე ქვეყნებში და გააზრდის დახმარებას უკრაინის თავდაცვისთვის, იმაზე მეტად, ვიდრე ახლა“, - წერია განცხადებაში.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს აშშ-ს და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უკრაინის ეკონომიკური დახმარების საკითხი. გარდა ამისა, მდივანმა გამოხატა მადლიერება უკრაინის უწყვეტი მოწოდებებისთვის დიპლომატიური გადაწყვეტილების პოვნის შესახებ და ხაზი გაუსვა უკრაინის ერთიანობის აუცილებლობას რუსეთის საფრთხის წინაშე.

,,ბლინკენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აცხადებს პრესსპიკერი ნდე პრაისი.

მისი თქმით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის გარეშე არ მოხდება.