პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: ცესკო-ს შერჩევის პროცესი რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველანაირი ძალისხმევა იქნება, რათა ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს მასში ჩართული

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ცესკო-ს შერჩევის პროცესი რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველანაირი ძალისხმევა იქნება, რათა ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს მასში ჩართული, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, იყო გასულ ზაფხულს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ნაწილი და ამ წინადადების მთელი იდეა იყო, რომ გაზრდილიყო ნდობა და ხალხის მხრიდან საკუთრების განცდა მთავარი მოქმედი პირების მიმართ.

ეს პროცესი და სიტუაცია რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველანაირი ძალისხმევა იქნება, რათა ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ამ მნიშვნელოვან შერჩევის საკითხში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.