სამართალი
საქალაქო სასამართლოში მასობრივი დაჯარიმებებისა და პატიმრობის შეფარდების პროცესი მიმდინარეობს

ak5თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეების პროცესები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება.

ადვოკატების ინფორმაციით, მომიტინგეებს, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, 400-400-ლარიან ჯარიმას უფარდებენ, ხოლო მათ მიმართ, ვინც დანაშაულს არ აღიარებს, 30-დღიან პატიმრობას უსჯიან.

საქმეს სხვადასხვა პირის მიმართ სხვადასხვა დროს ან ერთმანეთის პარალელურად სხვადასხვა მოსამართლე იხილავს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დაშლა სპეცრაზმმა 00:15 საათზე დაიწყო. თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, მხუთავი აირი და რეზინის ტყვიები, სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ; ისინი ალყაში მოაქციეს და თავის დაღწევის საშუალება არ მისცეს.