უცხოეთი
პეტრო პოროშენკო - დამაკავებენ? არა. პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინაში დაბრუნებისას არ დააკავებენ.

„დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. უბრალოდ დაკავების მიზეზს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე ვბრუნდები უკრაინაში, რათა ვიბრძოლო უკრაინისთვის და არა ბატონი ზელენსკის წინააღმდეგ“, - განაცხადა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.

interpressnews.ge