უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 020- მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 347 785 პირი დაინფიცირდა, 333 655 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

interpressnews.ge