პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ნატო არ შეჭრილა საქართველოში, შეიჭრა რუსეთი

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ში თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შევიდა და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ემესენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომელსაც ის ამბობს, რომ სურს სიარული.

ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსები საუბრობენ ნატო-ს საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში არა ნატო, არამედ რუსეთი შეიჭრა.

„რუსები ნატო-ს საფრთხეს უჩივიან, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა; ნატო საქართველოში არ შეჭრილა, რუსეთი შეიჭრა; ნატო-ს არ დაუტოვებია ძალები მოლდოვაში მისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა დატოვა. ასე რომ, თუ არსებობს გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ეს ნატო-დან არ მოდის, რუსეთიდან მოდის“, – აღნიშნა ბლინკენმა.