უცხოეთი
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. უკრაინა და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს მხარდაჭერა აისახება ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და მათ არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხები განიხილეს, არამედ ფართო ეკონომიკურ დღის წესრიგზეც იმსჯელეს.

„უკრაინა და აზერბაიჯანი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ჩვენ ასევე ვიცავთ ერთმანეთის ინტერესებს საერთაშორისო პლატფორმებზე. ერთმანეთის მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონის დასტურია. დღეს პოლიტიკურ დიალოგთან ერთად ძალიან ფართო ეკონომიკური დღის წესრიგი გვაქვს, დეტალურად განვიხილეთ ეს დღის წესრიგი და არსებობს ძალიან კარგი პერსპექტივები“, - აღნიშნა ალიევმა.

interpressnews.ge