საზოგადოება
აქციის დარბევის დროს დაშავებულთა ნაწილმა რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე დატოვა

dashavebulebiროგორც დაშავებულები ჟურნალისტებთან საუბრისას ჰყვებიან, საავადმყოფო დარბეული მომიტინგეებით თითქმის სავსეა და მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში, სახეზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ. მათი თქმით, დაზიანებები პოლიციელთა სასტიკი ცემის შედეგად მიიღეს რუსთაველის გამზირზე, კინოთეატრ „რუსთაველში“ და პოლიციის მთავარ სამმართველოში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩებიან „დაიცავი საქართველოს“ წევრი ბიძინა გეგიძე და მომღერალი გია გაჩეჩილაძე.

დაშავებულებთან დაკავშირებით საავადმყოფოს ადმინისტრაციის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ღამით აქციის დარბევის დროს დაშავებულები საავადმყოფოში ხელბორკილებით მიიყვანეს.