სამართალი
აქციის დარბევის დროს დაკავებულთა რაოდენობა და ადგილსამყოფელი უცნობია

ak16როგორც ცნობილია, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია წუხელ, გვიან ღამით, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. დარბევის დროს დააკავეს რამდენიმე ათეული პირი, თუმცა შსს-ს ამ დრომდე მათი რაოდენობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

უცნობია თავად აქციის ორგანიზატორთა ნაწილის ადგილსამყოფელიც. ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფებიან გია ბურჯანაძე, ირაკლი ბათიაშვილი, დიმა ჯაიანი და გოგი ქავთარაძე.

რაც შეეხება ბურჯანაძის მეუღლესა და შვილს, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან წუხელვე აიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში მათი ადგილსამყოფელიც უცნობი იყო, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ ორივე მათგანი თავისუფალია.

გია გაჩეჩილაძე ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება, ლევან გაჩეჩილაძე კი, მისი თანაშემწის ინფორმაციით, სახლში იმყოფება, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაშია ის და სად იყო აქციის დარბევის შემდეგ.