უცხოეთი
სერგეი ლავროვი - აშშ და ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს დაპირდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოსკოვის წინადადებებს წერილობით უპასუხებენ

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. აშშ და ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს დაპირდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოსკოვის წინადადებებს წერილობით უპასუხებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი აშშ-ის და ნატო-ს პასუხს დაელოდება და მომავალ ნაბიჯებს სწორედ ამის შემდეგ განსაზღვრავს.

„ამერიკელები დაგვიპრდნენ, რომ შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ საჭიროა აქტიური მცდელობა, რათა მომავალ კვირას თავიანთი შემხვედრი წინადადებები წარადგინონ. სტოლტენბერგმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელით ასევე თქვა, რომ თავის რეაქციას ქაღალდზე დაიტანს. ვფიქრობ, ეს ერთ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც, თავდაცვის მინისტრთან ერთად, პრეზიდენტს ვაცნობებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის განმარტებით, რუსულმა მხარემ თავისი პოზიცია არგუმენტირებულად წარადგინა, რაც დასავლეთს არ აქვს. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ წარსულში აშშ-მა და ბრიტანეთმა უკვე მისცეს დაპირებები მოსკოვს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა.

1tv.ge