პოლიტიკა
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა სამართალდამცველებმა დღეს, 00:15 საათზე დაიწყეს. გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ინციდენტის დროს გარდაიცვალა ორი ადამიანი – ერთი პოლიციელი და ერთი ყოფილი პოლიციელი, დაახლოებით, 50 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლებიც ავტომანქანებს ემსხვერპლნენ. მოგვიანებით შსს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათი თანამშრომლები ვლადიმერ მანსურაშვილი და ნოდარ ცხადაძე ემსხვერპლნენ აქციის ორგანიზატორების ესკორტს დარბევის ადგილის დიდი სისწრაფით დატოვებისას.