პუბლიკაციები
ჯულიან სმიტი: ნატო-ს კარი ღია რჩება, არავის აქვს მისი დახურვის უფლება

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს კარი ღია რჩება, არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა განაცხადა.

ალიანსის გაფართოების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოცემულ ქვეყანასა და ნატო-შორის იქნება მიღებული“, – აღნიშნა აშშ-ში ნატო-ს ელჩმა.

ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსის ყველა ქვეყანა მზადაა ხვალ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა ასევე ყველა წევრი სახელმწიფო ერთიანია რუსეთისადმი გზავნილში, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მკაცრ პასუხს მიიღებს როგორც ნატო-სგან, ასევე ევროკავშირისგან.

12 იანვარს ნატო-ს შტაბბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც, როგორც ცნობილია, მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს.