უცხოეთი
ალექსანდრ გრუშკო - ნატო-ს გაფართოება საკუთარ თავში მიუღებელ რისკებს მოიცავს, რომელსაც მოსკოვი წინ აღუდგება

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება საკუთარ თავში მოიცავს მიუღებელ რისკებს, რომელსაც მოსკოვი წინ აღუდგება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„მეორე ფაქტორი, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ალიანსის გაფართოების საკითხი. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს ნატო-ს კარზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან ერთი საერთო საზღვარი აქვს და ეს იყო პოლონეთი. დღეს ნატო-ს შემადგენლობაში შევიდა ბევრი სახელმწიფო და მათი ტერიტორიები აშკარად გამოიყენება ძალის პროექციისთვის რუსეთის მიმართ სხვადასხვა გეოგრაფიული მიმართულებებიდან და სტრატეგიულ სიღრმეზე. ეს სერიოზულად აუარესებს ჩვენ უსაფრთხოებას და ქმნის მისთვის მიუღებელ რისკებს, რომლებსაც ჩვენ წინ აღვუდგებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მიეძღვნა ყველა ფაქტორის ანალიზს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ევროპული უსაფრთხოების დეგრადაციაზე, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება.

მანვე აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოავლინა დიდი რაოდენობით შეუსაბამობები ფუნდამენტურ საკითხებში.

მისი თქმით, თუკი ნატო წავა შეკავებისკენ, რუსეთის წავა კონტრშეკავებაზე. გრუშკოს თქმით, რუსეთის წინადადებებს ნატოსადმი გააჩნია კომპლექსური ხასიათი და უკრთიერთდაკავშირებულია ყველა ელემენტი. მანვე განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა წარუდგინოს რუსეთს იურიდიული გარანტიები აღმოსავლეთით გაუფართოებლობის შესახებ.

interpressnews.ge