უცხოეთი
უენდი შერმანი - ნატო-ში გაწევრიანების პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს, უკრაინა ამ პროცესს გადის, რასაც დრო სჭირდება, დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს, იგივე ეხება საქართველოსაც

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან სურს ალიანსში გაწევრიანება.

„ნატო-ში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. ამ პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ეხება საქართველოსაც“, - განაცხადა უენდი შერმანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

“დღეს მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა მან.

interpressnews.ge