უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში დაიწყო. წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის „Т-72Б3“ ტიპის ტანკები და „BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებზე აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს. საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავებულ იქნება ერთობლივი მოქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ესკალაცია გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცის მობილიზებაში, უკრაინაში შეჭრისთვის მზადებაში სდებენ ბრალს და მოსკოვს შეიარაღებული ძალების გაწვევისკენ, სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური შედეგებით ემუქრებიან. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და დასავლეთს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკუთარი წინადადებები წარადგინა. აღნიშნულ წინადადებებთან დაკავშირებით, გასულ დღეს აშშ-რუსეთის წარმომადგნელებმა გამართეს დიალოგი ჟენევაში. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დიალოგი ხვალ ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატის ფარგლებშიც იგეგმება.

1tv.ge