საზოგადოება
მსოფლიო ალაფი თბილისში იმართება

alafiთბილისის მერიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ოცწლამდელთა  ასაკის მსოფლიო ალაფი გაიმართება. ჩემპიონატში 8 ქვეყნის – საქართველოს, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ზიმბაბვეს, ურუგვაის, სამოასა და რუსეთის – წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ოთხი სათამაშო დღის განმავლობაში 16 მატჩი გაიმართება. გამარჯვებული ქვეყნის ნაკრები 2012 წელს კეიპტაუნში გასამართი მსოფლიო ასპარეზობის საგზურს მიიღებს და სარაგბო ელიტის გუნდებს შეერკინება. „სასიხარულოა, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, შევიკრიბოთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს.  ეს დიდი სპორტული დღესასწაულია და, რაც მთავარია, წინაპირობაა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი სპორტული ღონისძიების მასპინძლობას შევძლებთ. მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენს რაგბის კავშირს  და კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისში მსოფლიო ალაფის გახსნაზე სიტყვით მიმართვისას.