უცხოეთი
ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციის პირისპირ შეხვედრა დასრულდა, რომლის მიზანიც ევროპაში დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიური გზების ძიება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, 7.5 საათს გაგრძელდა.

კონსულტაციების განმავლობაში მხარეებმა რამდენიმეჯერ გამოიყენეს შესვენება, მათ შორის, სადილისთვის.

ცნობისთვის, შეხვედრა აშშ-ის მუდმივი მისიის ტერიტორიაზე, გაერო-ს ოფისში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, ამერიკულ დელეგაციას კი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი.

interpressnews.ge