საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 000 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 147, „პისიარ“ ტესტით – 12 853.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 7,45%, ბოლო 7 დღის – 9,17%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 959 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 912 443 გამოჯანმრთელდა, 14 187 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 551 413 აცრა, დღიურად აცრილია 5 001.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 418 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 493 პირი.
ამასთან, 8 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, გარდაიცვალა 28.