პოლიტიკა
მეხუთე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №4 საპროტესტო აქციიდან პარლამენტის შენობასთან, 25 მაისი, 2011 წელი, თბილისი

akcia_tel2017.00. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც ლიდერები, ისე აქციის მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ.

მსახიობმა დიმა ჯაიანმა მსახიობებს, მომღერლებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, ყველანი გამოვიდნენ და შემოუერთდნენ საპროტესტო აქციას. მან იმედი გამოთქვა, რომ საღამოს ამ სფეროდან ბევრი მხარდამჭერი შემოუერთდება.

პარლამენტის დეპუტატმა კარლო კოპალიანმა იმავე თხოვნით მიმართა ოპოზიციურ პარტიებს.

აღსანიშნავია, რომ აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შემოუერთდნენ. ახლა პარლამენტის შენობის წინ 4000-მდე კაცია შეკრებილი.

კრების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გამარჯვებამდე 17 საათიღა დარჩა და ხალხმა უნდა იბრძოლოს, რათა შერცხვენილმა კურდღელმა მთავარსარდალმა 26 მაისს ვერ შეძლოს აღლუმის მიღება.

სიტყვით გამოსულმა მსახიობმა დიმა ჯაიანმა „მაესტროს“ გუშინდელ ინტერვიუზე რობიკო სტურუასთან, რომელიც გამოხმაურებად მოჰყვა საქინფორმში გამოქვეყნებულ ინტერვიუს დიდ მაესტროსთან, განაცხადა: „მე ამაყი ვარ, რომ ვუსმენდი გუშინ დიდ გენიოს რობერტ სტურუას!“

ხვალინდელი სამთავრობო აღლუმისთვის სცენის მონტაჟი შეჩერებულია.

ამ ეტაპზე სპეცდანიშნულების რაზმები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად არ ჩანან.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მაესტროს“, ათიოდე წუთით ჩართო პირდაპირი ეთერი, შემდეგ კი ან თავად გათიშეს, ან გაათიშვინეს.

ამიტომ დარჩით საქინფორმთან!