საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. „დიდი ამერიკელი ერი ახლა გაფართოებული უფსკრულის ზღვარზეა. დაუყოვნებლივი ქმედებების გარეშე, ჩვენ ვრისკავთ აღმოვჩნდეთ სამოქალაქო კონფლიქტის წინაშე და დავკარგოთ ჩვენი ძვირფასი დემოკრატია“, - წერს აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი The New York Times-თვის გათვალისწინებულ სტატიაში. სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა ერთი წლის წინ დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის აღება გაიხსენა. იმ დროს, კარტერის თქმით, იშვა იმედი, რომ ამერიკის პარლამენტის შენობის აღება ერს „შეანჯღრევდა“ და შეაჩერებდა მის პოლარიზაციას პოლიტიკურ შეხედულებებში, მაგრამ ახლა ამერიკულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მოიყვანა კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ამერიკელთა 36%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ს მოუწევს ძალის გამოყენება ამერიკული ცხოვრების წესის „გადასარჩენად“. ჯიმი კარტერი დარწმუნებულია, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.