აქტუალური
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: აშშ რუსეთთან წვრთნებისა და რაკეტების განლაგების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ღიაა

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან განიხილონ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა, რომ თითოეულმა მხარემ შეზღუდოს სამხედრო წვრთნები და რაკეტების განლაგება რეგიონში. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაავრცელა.

წარმომადგენლის თქმით, შეერთებულ შტატები არ განიხილავს აშშ-ს ჯარების განლაგების შეზღუდვებს ან აშშ-ს ძალების პოზიციონირებას ნატოს ქვეყნებში.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებში შეთანხმების მიღწევის საფუძველი არსებობს.

,,ნებისმიერი განხილვა იმ სფეროებზე, სადაც ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას, უნდა იყოს ორმხრივი”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ,,ორივე მხარემ ვალდებულება ერთნაირად უნდა აიღოს“.

შეგახსენებთ, 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. 12 იანვარს კი რუსეთ-ნატოს საბჭო სხდომა გაიმართება.