აქტუალური
ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარია

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ქალაქ ალმათიში, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარია. მედიის ცნობით, რამდენჯერმე გაისმა სროლის ხმაც.

პარალელურად მედია ავრცელებს ცნობებს, რომ ალმათიში დემონსტრანტები ცდილობენ, შეიჭრან ტელეკომპანია „ყაზახეთის“ შენობაშიც, სადაც თანამშრომლები არიან ჩაკეტილი.

ამასთან, ალმათის ერთ-ერთ იარაღის მაღაზიაში აცხადებენ, რომ მომიტინგეები მათ შენობაშიც შეიჭრნენ და საწყობიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი გააქვთ.

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი უახლოეს ხანში სატელევიზიო მიმართვას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან არ წყდება. თავადაპირველად მომიტინგეები თხევადი აირის გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენს. დემონსტრანტები მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას და საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.