აქტუალური
გადახდის ახალი სისტემა მეწარმეთა დანახარჯებს ზრდის

axali-salaro-aparatiGPRS სისტემით აღჭურვილი ახალი სალაროაპარატები შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ მარტიდან უნდა შემოეტანა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აპარატების შემოტანა და დარიგება ივნისიდან დაიწყებოდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ სისტემის დანერგვამ წლის ბოლომდე გადაიწიოს.

მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება, ახალი სალაროაპარატი შემოსავლების სამსახურმა, დაპირებისამებრ, უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მათ კი, ვისი წლიური ბრუნვაც აღნიშნულ თანხას აჭარბებს, სალაროაპარატის შეძენა საშუალოდ 135-150 დოლარად მოუწევთ.

მეწარმეების ახალი აპარატებით აღჭურვა სახელმწიფო ბიუჯეტს 13,3 მილიონი ლარი დაუჯდება.