უცხოეთი
ევროკავშირი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (eeas) ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც საწვავის ფასის გაორმაგებას უკავშირდება, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს.

"მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას ვაღიარებთ, თუმცა ევროკავშირი მოელის, რომ ისინი დარჩებიან არაძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში და თავიდან აიცილებენ ძალადობის ყოველგვარ წაქეზებას. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის და ძალის გამოყენების პროპორციულობის ფუნდამენტურ უფლებას ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დაცვისას, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაზახეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იმედს გამოთქვამს, რომ ყაზახეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის პრესის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

"ევროკავშირი ხელს უწყობს სიტუაციის მშვიდობიან გადაწყვეტას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური დიალოგისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის გზით", - აღნიშნულია განცხადებაში.

interpressnews.ge