აქტუალური
წლის დასაწყისიდან დღემდე ეკონომიკის სამინისტროს აქტიურად გამოაქვს საპრივატიზაციოდ სამედიცინო ობიექტები. სამინისტრო დღეს აუქციონზე იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას გამოიტანს. საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი 6 მილიონი ლარია. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებული იქნება, კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კლინიკის ადმინისტრაცია პრივატიზაციის სხვა დეტალებთან დაკავშირებით ან შემდგომი შესაძლო ცვლილების შესახებ კომენტარს ვერ აკეთებს. 2 ივნისს კი კიდევ ერთი აუქციონი ჩატარდება, სადაც ლოტის სახით წარმოდგენილი იქნება მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა. მისი საწყისი ფასი 1 680 000 ლარია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თემქის მე-11 მიკრორაიონის I კვარტალში მდებარე ობიექტი ელექტრონული აუქციონის ფორმით გაიყიდება.