აქტუალური
საქართველომ რეგიონში საჰაერო უპირატესობა ვერ მოიპოვა

airport3მართალია, ქვეყნის პირველი პირი ამტკიცებდა, რომ თბილისის აეროპორტი კავკასიის საჰაერო გიგანტი იქნებოდა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები უჩვენებს, რომ „მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტით“ გაცილებით ნაკლები ხალხი სარგებლობს, ვიდრე, თუნდაც, მეზობელი ქვეყნის აეროპორტებით.

ერევნის საერთაშორისო აეროპორტი 2011 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 403 ათას მგზავრს მოემსახურა, თბილისის აეროპორტით კი ამავე პერიოდში მხოლოდ 251 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. თბილისის აეროპორტის გამტარიანობა 2 მილიონ 500 ათასი მგზავრია, თუმცა, საშუალოდ, 800 ათას კაცს ემსახურება.

მგზავრთა სიმცირის გამო აეროპორტის ოპერატორ თურქულ კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ დაგეგმილი შემოსავლების მიღება უჭირს.