საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები - ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს სურს „დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი იყოს“.
„მიხეილ სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა.
ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს სახელმწიფოსგან ერთი და იგივე მოპყრობა უნდა ჰქონდეს, არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა, რომ ე.წ. რეფიდინგი დასრულდა 2 კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. სახელმწიფოს მიდგომა დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში“, - აღნიშნავს კობახიძე.
მან უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს.
როგორც კობახიძე განმარტავს, „ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე, მათ შორის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის“.