აქტუალური
საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, მოძრაობა ასევე თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე.