რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ვის მოუწოდა პუტინმა „გააანალიზონ თავისი საქციელი“ და რატომ უბიძგებენ უკრაინასა და საქართველოს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისკენ

     სტალინმა შექმნა სსრკ გეოპოლიტიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, და არა საკუთარი ახირებით ან მშრომელთა თხოვნით

 „Первый канал“-ის თასის მატჩებზე რუსეთის ჰოკეის ეროვნული გუნდი სამამულო ჰოკეის 75 წლის იუბილეს საპატივცემულოდ გამოდიოდა რეტრო-ფორმაში წარწერით „СССР“, რამაც ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტუბი და ესტონეთის ექსპრეზიდენტი ჰენდრიკი აღაშფოთა: "ამ ასოების კომბინაცია და მის უკან მდგომი რეჟიმი სიმბოლოა ავტორიტარული იმპერიალიზმის, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა" (სტუბი). მაგრამ სტალინს ფაშისტებისა და ფინელებისთვის სამი თითის კომბინაცია რომ არ ეჩვენებინა, ესტონელები, პოლონელები. ლიტველები, ლატვიელები, ფრანგები და ყველა სხვა ევროპელი შესაძლოა საერთოდ არ მოვლენილიყვნენ ამ ქვეყნად! სტუბებისა და ჰენდრიკების მსგავსი არაკომპეტენტური პოლიტიკური ხელმძღვანელები ძალიან საშიში არიან, რადგან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ბედი მათზეა დამოკიდებული. გერმანიის ახალ კანცლერთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ თუ შოლცი პირველი განცხადებების სულისკვეთებით გააგრძელებს, მაშინ რუსეთი, ანუ საბჭოთა კავშირი, როგორც ურთიერთშემცვლელი სინონიმები (ჰენდრიკი) ინანებს, რომ გააერთიანა გერმანია იმის ნაცვლად, რომ ყოფილი მოკავშირეებისთვის სამი თითის კომბინაცია ეჩვენებინა. თუმცა, ისტორიის დაუსწავლელი გაკვეთილები რეციდივები იცის - აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შესაძლოა იძულებული გახდნენ კვლავაც რუსეთის მოკავშირეებად იქცნენ - ნაციზმის წინააღმდეგ, ტერორიზმის წინააღმდეგ, მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ, ნაადრევია სიხარული, რომ საბჭოთა კავშირი, ანუ რუსეთი მოატყუეს და ნატო აღმოსავლეთით გააფართოეს.

   პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობა და რუსოფობია, რომლებსაც გამუდმებით ეშინიათ „რუსული შემოჭრის“ - რომ მათ „ისევ შეათრევენ“ საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთში და ვარშავის ხელშეკრულებაში - არა მხოლოდ ამ ქვეყნების ანტირუსული საგარეო პოლიტიკის მიზეზი გახდა, რომელთა გადარჩენისთვის მართლაც დაიღუპა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი - ყველა ეროვნების საბჭოთა ადაიანი. მათ ცუდი მაგალითი მისცეს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, როცა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების ცრუ იმედები გაუჩინეს და ამავდროულად არ გაუმხილეს, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის რუსები, უკრაინელები, ქართველები, დახოცეს არა მარტო ფაშისტებმა, არამედ ფაშისტებზე არანაკლებ სასტიკმა სხვა „ცივილიზებულმა“ ევროპელებმაც - ფინელებმა და რუმინელებმა, უნგრელებმა და პოლონელებმა, ფრანგებმა და ხორვატებმა, ასევე უკრაინელმა ნაციონალისტებმა და სხვა კოლაბორაციონისტებმა! და სანამ ამაზე ხმას არ ამოვიღებთ, კვლავაც დაგვხოცავენ - დონბასში, ოდესაში, თბილისში, ყველგან, სადაც შეძლებენ! ამრიგად, „ევროპული დემოკრატიის“ არაკომპეტენტური ხელმძღვანელები უბიძგებენ უკრაინასა და საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტისკენ, რათა აიძულონ ეს უკანასკნელი მოემზადოს კონტრშეტევისთვის რამდენიმე მიმართულებით და არა მხოლოდ რუმინეთიდან და პოლონეთიდან, სადაც განთავსებულია/დაგეგმილია განთავსდეს დანადგარები „МК-41“, რომლებიც ადაპტირებულია „Tomahawk”-ის მოიერიშე სისტემების გამოსაყენებლად.

საბჭოთა რესპუბლიკები ერთად ათავისუფლებდნენ ევროპასა და მსოფლიოს ფაშიზმისგან, მაშ, რატომ უნდა თქვან უარი საკუთარ ისტორიაზე, რომლითაც უნდა ამაყობდნენ? ნუთუ მხოლოდ არაკომპეტენტური პოლიტიკური ელიტების გამდიდრების მიზნით?! ნუთუ სულ რაღაც 30 პოსტსაბჭოთა წლის განმავლობაში ჩვენი ხალხები ისე დაბეჩავდნენ, რომ გაცვალეს მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული იდეოლოგია - „ჩვენ მონები არ ვართ! ჩვენ ძმები ვართ!" - მონურ შუა საუკუნოვან ფსიქოლოგიაზე - "მდიდარი ბატონია, ღარიბი - მსახური"? განა შესაძლებელია საკუთარი თავისგან გაქცევა, რატომ უნდა მიიღონ ყოფილი სსრკ-ის ხალხებმა სხვისი რწმენა, კულტურა და ცხოვრების წესი, განა ჩვენ ისტორიულად არ ვართ „განწირულნი“ მეგობრობისთვის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთდახმარებისთვის, როგორც ახლა მოდურია თქმა - სტრატეგიული პარტნიორობისთვის?!

   რატომ ეშინიათ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა შთამომავლებს, რომელიც შემთხვევით როდი გაიხსენა პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბარში, ხმამაღლა აღიარონ, რომ სტალინმა შექმნა საკავშირო რესპუბლიკების კონფიგურაცია სახელად "СССР" არა საკუთარი ახირებით ან მშრომელთა თხოვნით, არამედ ისტორიული მიზანშეწონილობისა და გეოპოლიტიკური აუცილებლობის გათვალისწინებით? სტალინმა სწორად შეაფასა პოტენციური საფრთხეები არა მხოლოდ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ათასობით კილომეტრის მოშორებით, მან განჭვრიტა მუდმივი საფრთხეები სამეზობლოში და შიდა მტრებისგანაც. ამ პირობებში, სსრკ-ის ხალხებს, რომლებიც იკავებბდნენ ევრაზიის კონტინენტის უზარმაზარ ტერიტორიას, შეეძლოთ გადარჩენა მხოლოდ ერთმანეთთან კავშირში, საერთო ერთიანი საზღვრის ფარგლებში, ერთიან მრავალეროვან საბჭოთა სალხში. განა იმავე პრინციპით არ შეიქმნა მრავალეროვანი ამერიკელი ხალხი? მაგრამ მაშინ რატომ არ ლანძღავენ "ახალი" ევროპის არაკომპეტენტური პოლიტიკური ხელმძღვანელები აშშ-ს "ავტორიტარული იმპერიალიზმისთვის, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დახოცა", თუმცა ამერიკელმა ხალხმა გაიარა ჩრდილოეთ-სამხრეთის ომი, რასიზმი და კოლონიალიზმი?

ნიშნავს თუ არა ზემოაღნიშნული, რომ დღეს აუცილებელია სსრკ-ის აღდგენა? არა, შეუძლებელია საბჭოთა კავშირის აღდგენა მისი უწინდელი სახით, ისევე როგორც დღეს შეუძლებელია ერთპარტიული სისტემა კომპარტიით სათავეში და თანამემამულთა უნიკალური ერთობა - საბჭოთა ხალხი. სხვაგვარად დავსვათ საკითხი: არის თუ არა დღეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალი კავშირი მომგებიანი თითოეული მათგანისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, როგორც ასეთი თანამეგობრობის ლიდერისთვის? უდავოა, რომ ახალი კავშირის ფარგლებში გაერთიანება უაღრესად მომგებიანი და პერსპექტიულია, ამიტომ - გარდაუვალია. რად ღირს ჯერ მარტო ახალი კავშირის სახელმწიფოების საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაცია, რომელიც ეკონომიას გააკეთებს თავდაცვაზე კოლექტიური უსაფრთხოების "ქოლგის" ქვეშ, რუსეთის ფედერაციით - უახლესი შეიარაღების მსოფლიო ლიდერით - სათავეში?! არადა, გარდა ამისა, ისინი ხომ მიიღებენ ბევრ სხვა ბონუსს - შიდა სატრანსპორტო, საბაჟო, ენერგეტიკულ ტარიფებს, შეღავათებს ექსპორტსა და იმპორტზე და ა.შ. მაგრამ არაკომპეტენტური პოლიტიკური ხელმძღვანელები ძარცვავენ ეროვნულ სახელმწიფო ბიუჯეტებს ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ახრჩობენ საკუთარ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს!

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის კონტურები უკვე 6 წელია იტესტება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფორმატებში, მაგრამ არავინ კავდება ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებითა და, რაც მთავარია, იდეოლოგიური დასაბუთებით სსრკ-ის ყოფილი ხალხების ახალ კავშირში რეინტეგრაციით, რისთვისაც სრულებით საკმარისი ისტორიული წინაპირობები არსებობს. ამას, სხვათაშორის, ეძღვნება აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭიას დაუმსახურებლად მივიწყებული საინტეგრაციო პროექტი. შემთხვევითი როდია, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიდ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოების ინტეგრაციის დონე, თუნდაც რუსეთ-ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფოში, გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირში. მაშ, რატომ არ ვერთიანდებით, რას ველოდებით? ქვეყნებმა, რომლებმაც დატოვეს დსთ და არ შევიდნენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, „დამოუკიდებლობის“ წლების განმავლობაში ვერაფერი მოიპოვეს - მათ მხოლოდ დაკარგეს საუკუნეების განმავლობაში შეძენილი ღირებულებები და ტერიტორიები, რათა, თუნდაც შეკვეცილი ფორმით, გაწევრდნენ უცხო ევროატლანტიკურ ოჯახში. მაგალითად, საქართველო იმის ნაცვლად, რომ კვლავ იქცეს 5-მილიონიან ქვეყნად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში 70 000 კვადრატული კილომეტრის ფართობით, ცდილობს დაემსგავსოს ლუქსემბურგის სახელმწიფო-ქალაქს 600 ათასიანი მოსახლეობითა და 2 500 კვადრატული კილომეტრის ფართობით, რათა ლუქსემბურგის მსგავსად იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი...

   რაც შეეხება უკრაინას, მას არ უნდა ეშინოდეს "რუსული შემოჭრის" - არსებობს უფრო საშინელი იარაღი, ვიდრე ჰიპერბგერითი რაკეტები, და კიევის ხელისუფლებამ უკვე "გამოსწია ჩახმახი" - მიიღო კანონი მკვიდრი ხალხების შესახებ, სადაც რუსები, პოლონელები, უნგრელები და რუმინელები, რომლებიც ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, არამკვიდრ ხალხებად გამოცხადდნენ, რადგან მათ აქვთ საკუთარი სახელმწიფო წარმონაქმნები უკრაინის ფარგლებს გარეთ. ასე იქცევა ქვეყნის მრავალეროვნება სიმდიდრიდან - ბომბად, როცა ამ ქვეყნის ხელისუფლება არაკომპეტენტურია, ნეონაცისტური სურნელით! რუსები, პოლონელები, უნგრელები და რუმინელები მოსკოვის, ვარშავის, ბუდაპეშტისა და ბუქარესტის მხარდაჭერით გამოაცხადებენ ავტონომიას თავიანთი კომპაქტური დასახლების ადგილებში და შემდგომ შეუერთდებიან საკუთარ სახელმწიფო ერთეულებს უკრაინის გარეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი კანონის მიღებას არ აპირებენ საქართველოში, თორემ სომხებსა და აზერბაიჯანელებსაც აქვთ “საკუთარი სახელმწიფო წარმონაქმნები საქართველოს ფარგლებს გარეთ - სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც სულაც არ მიისწრაფვიან ნატოში.

მაგრამ საქართველოში სხვა სამარცხვინო კანონი მიიღეს. რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ დაარიგა თავისი პასპორტები, შემდეგ კი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით და აღიარა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა!“ - აცხადებდნენ თბილისში. დიახ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება შეცდომა იყო - "რაში გჭირდებათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს გარეშე?" - უთხრა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პუტინს. მაგრამ განა აფხაზებსა და ოსებს რუსული პასპორტების აღება აიძულეს?! ცოდვა გამხელილი სჯობს - განა თბილისში, რუსეთის საელჩოსთან არ იდგა ქართველების რიგები რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად? დღესაც საქართველოს ბევრი მოქალაქე ცდილობს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და თუ ვერ ახერხებს, ერევანში მიდიან სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად - სომხური პასპორტით რუსეთში ხომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ჰოდა გამოდის, რომ ევროპაში და თურქეთში თავისუფლად შევდივართ, თუმცა თურქებთან არაერთხელ გვიბრძოლია, აი რუსეთში კი, სადაც დაახლოებით იმდენივე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, რამდენიც საქართველოში, ვერ მოხვდები - საჭიროა ვიზა, არ არის პირდაპირი ავიარეისები და ა.შ.

მაშ, რამ უბიძგა საქართველოს მოქალაქეებს - ქართველებს, აფხაზებს, ოსებს - მიეღოთ რუსეთის მოქალაქეობა? მხოლოდ უმუშევრობამ, თუ საქართველოს არაკომპეტენტური ხელისუფლების ქმედებებმა?! ნუ შევაწუხებთ კითხვებით პრეზიდენტებს გამსახურდიასა და შევარდნაძეს, გარდაცვლილები მაინც ვერ გვიპასუხებს, მაგრამ აი - გიორგი გახარია, რომელმაც პრემიერ-მინისტრობისას აამოქმედა კანონი , რომლის მე-4 პუნქტის 21- პრიმა მუხლის მიხედვით, რუსეთში მომუშავე და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს (შესაბამისად, იძულებული გახდნენ რუსეთის მოქალაქეობა მიეღოთ) საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ. წაართვეს სამშობლო, მშობლიური სახლები და საფლავები, სადაც განისვენებენ მათი მშობლები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ამ მიწისთვის! როგორც ამ კანონის ფორმულირებაშია ნათქვამი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს”. სწორედ ასეთი ტრაფარეტული უარი მიიღო ზემოხსენებულმა აკადემიკოსმა, მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ, რომელიც “ვარდების რევოლუციის” დროს მოსკოვში გაემგზავრა.

მაშასადამე, ქართველი, რომელიც რუსებთან იცხოვრა, არასაიმედო და საშიში ხდება საქართველოსა და ქართველი საზოგადოებისთვის?! ამ ლოგიკით ყველა აფხაზი და ოსი ქართველებისთვის ორმაგად საშიშია! მაშ რატომ ვეძახით მათ ძმებსვდა ვიწვევთ თბილისში, საუკეთესო კლინიკებში უსასყიდლოდ სამკურნალოდ?! წარმოიდგენდნენ ეგოროვი და ქანთარია, რომ მათი ძმობა “არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს?! აი ასე, ხელოვნურად გაზარდეს ქართველი ლტოლვილების რაოდენობა, რადგან თავისი წარსულით დაკომპლექსებულ გახარიას (მოსკოვში სწავლითა და ბიზნესი, რაცპერსპექტიულ ქართველ პოლიტიკოსს არ შეეფერება“) საშინლად ეშინოდა მისთვის რუსეთუმეობა არ დაებრალებინათ! სხვათა შორის, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, მათ შორის მათთვისაც, ვინც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს...

P.S.

"თოვლის ბაბუა სრულებს სურვილებს და ასაჩუქრებს მხოლოდ კარგ გოგოებსა და ბიჭებს!", - განაცხადა პუტინმა 23 ოქტომბრის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე და მოუწოდა გააანალიზონ თავისი საქციელი.

ნუთუ ის ქართველებს გულისხმობდა?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 27 დეკემბერი
საქართველო, თბილისი