საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, მოშიმშილეთა ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მათ შორის, დღეს ერთი ადამიანი გადაიყვანეს.
„დღეს უკვე შიმშილობის მეექვსე დღეა. მათი ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მათ შორის, დღეს ერთი ადამიანი გადაიყვანეს, წნევა დაუვარდა და ვერ ახერხებდა ადგომას. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ვიდრე ქვეყანაში არ დამთავრდება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, ასევე არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, ბრძოლა გაგრძელდება. ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, თუმცა ყველა მეთოდით ვიბრძოლებთ, რომ არ მივცეთ საშუალება დაამყარონ დიქტატურა”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შიმშილობის დაწყება სურს, თუმცა კარვებში მათი ადგილი აღარ არის და სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანების ჩანაცვლება მოხდება.
,,ყოველდღიურად როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან გვიერთდებიან ადამიანები, კარვებში ადგილები აღარ არის და მას შემდეგ რაც გარკვეულ ადამიანებს საავადმყოფოში გადაყვანა მოუწევთ, როტაციის წესით დამატებით ჩაენაცვლებიან”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 12 კარავია გაშლილი და 200-მდე ადამიანი შიმშილობს. ადგილზე მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
საქინფორმი: გასული ათასწლეულის დასაწყისიდან თითოეულ არმიას მოჰყვებოდა უამრავი აღალი საბრძოლო მასალებით, სურსათ-სანოვაგითა და ... ქალებით. აღალის ქალებს ეძახდნენ "მარკიტანტებს" (იტალ. "ვაჭრებს"), ვინაიდან კარვებში ისინი თავიანთი სხეულით ვაჭრობდნენ საკვებისა და ფულის სანაცვლოდ.
მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაფერში წესრიგის მოყვარულმა გერმანელებმა თითოეულ არმიაში შექმნეს მოძრავი საროსკიპოები - კარვები ბორბლებზე, რომლებშიც ყოველი მეძავი თვეში 120 ჯარისკაცს უნდა მომსახურებოდა.
21-ე საუკუნის დასაწყისში კი ქართველმა „კალიგულამ“ - სააკაშვილმა, ქალების გარდა, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად კარვებში გამყიდველი მამაკაცების გამოყენება დაიწყო. პროსტიტუტები ხან შიმშილობდნენ, ხან მიტინგებს აწყობდნენ, ბნედიანი სააკაშვილის სურვილიდან გამომდინარე, რითაც სიყვარულს „კეისრის“ მიმართ ყოველდღიური ანაზღაურების სანაცვლოდ ყიდდნენ.