აქტუალური
სერგეი ლავროვი: კიევის ნატო-ში ძალით შეყვანა ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკებს აჩენს

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საზღვრებთან დამრტყმელი სამხედრო კომპლექსების გამოჩენის პერსპექტივა და კიევის ნატო-ში ძალით შეყვანა ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სერიოზულ სამხედრო რისკებს აჩენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოსნია-ჰერცეგოვინის გაზეთ „ოსლობოჯენესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, ამერიკელები რუსეთის მიმართ ღიად არამეგობრულ ხაზს ატარებენ: აწესებენ სანქციებს, აყენებენ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და დგამენ სხვა მტრულ ნაბიჯებს, რაც ტოქსიკურ გარემოს ქმნის და მშვიდი, პროფესიული კომუნიკაციის დამყარებას ხელს უშლის.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია კონფრონტაციის გრადუსის შემცირება, რომელიც მისი თქმით, ამერიკელების მიერ უკრაინელი პროტეჟეების მფარველობით არის გამოწვეული.

კიევის ნატო-ში შეთრევის კურსი ჩვენს საზღვრებთან თავდასხმის სარაკეტო სისტემების გამოჩენის პერსპექტივით ქმნის მიუღებელ საფრთხეებს რუსეთის უსაფრთხოებისთვის, რაც სერიოზულ სამხედრო რისკებს იწვევს ყველა მონაწილე მხარისთვის, ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის კუთხით“, – აღნიშნა ლავროვმა.