საზოგადოება
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ბათუმის საკრებულოს სხდომა შეჩერებულია. საკრებულოს სხდომაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიწვია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მივიდნენ. როგორც ოპოზიციისთვის, ასევე მედიისთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“ სხდომაზე.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და საკრებულოში სხვა ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ისინი ერთი საათის განმავლობაში დაელოდებიან ახალი მოწვევის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს, რათა საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიონ და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ბათილად ცნონ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი ყოველკვირეულად შეეცდებიან საკრებულოს სხდომის მოწვევას. მათივე თქმით, ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაშია.