აქტუალური
ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, დღემდე PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება ნებადართული იყო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლებოდა. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ამავე ბრძანების მიხედვით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით -„სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილი პირებისთვის ბუსტერდოზა დასაშვები იყო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 3-თვიანი ინტერვალის შემდეგ.