უცხოეთი
„გაზპრომმა“ იამალი-ევროპის გაზსადენი რევერსულად ჩართო - საწვავის ფასი ისევ ავარდა

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. „გაზპრომმა“ იამალი-ევროპის გაზსადენით ტრანზიტი შეაჩერა და ამჟამად მილსადენში გაზი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მიედინება. „გაზპრომმა“ 20 დეკემბერს არ დაჯავშნა დღეს გადასატუმბი სიმძლავრეები. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი Gascade ავრცელებს.

მოგვიანებით Gascade-ში სააგენტო Reuters-ს აცნობეს, რომ მილსადენში გაზი გერმანიიდან პოლონეთში ბრუნდება.

იამალი-ევროპის გაზსადენში გაზის მიწოდება 18 დეკემბრიდან მნიშვნელოვნად მცირდებოდა და ეს ევროპული გაზის ბაზარზე პიკური მოხმარების მოახლოების ფონზე ხდებოდა.

გუშინდელ ვაჭრობაზე ევროპაში გაზის ფასი 7%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი ფასი დაახლოებით $1 800-ს შეადგენს 1000 კბ/მ-ზე.

commersant.ge