პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის ბიძამ საქართველოდან აშშ-ის პასპორტის წყალობით გაასწრო

   როდესაც სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩამოფრინდა, მე განვაცხადე, რომ ის ერთადერთი ადეკვატური და გამოცდილი ადამიანია სააკაშვილის ოჯახსა და სანათასაოში, რომელიც ჩამოვიდა არა გიულის სანახავად და 21 დეკემბერს ძმისშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, როგორც აცხადებდნენ, არამედ ხელისუფლებასთან გასარიგებლად მიშას საქართველოდან ევაკუაციის თაობაზე. თუმცა სააკაშვილის მთავრმა პიარ-ჟურნალისტებმა ალასანია შეცდომაში შეიყვანეს - დაჰპირდნენ შეუძლებელს, რომ მის მიერ შეთავაზებულ კომბინაციას „ზემოთ“ მოწყალედ მიიღებდნენ. სინამდვილეში კი ჩამოსვლისთანავე გამოიძახეს სასამართლოში, სადაც „კაგებე“-ს ყოფილ პოლკოვნიკს რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება დაემუქრა. როგორც ჩანს, მხოლოდ ამერიკის მოქალაქეობის პატივისცემით, მას 24 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად, რათა ციხეში არ მოხვედრილიყო და ეს შანსი მან მიშას დაბადების დღემდე ორი დღით ადრე გამოიყენა.

   აი, პასუხი კითხვაზე „hu is hu“, რომელიც ზემოდნახსენებ პუბლიკაციაში დავსვი - ალასანია აღმოჩნდა არა აშშ-ში შეგზავნილი რუსული სპეცსამსახურების ჯაშუში, არა მოქმედი ორმაგი აგენტი - “ფეესბე“-სა და “ცერეუ“-ს, არამედ უბრალო მოღალატე - ავანტიურისტი, მისი ძმისშვილის დარი, რომლებთანაც საქართველოს ხელისუფლებას, მით უმეტეს - ივანიშვილს არ მოისურვეს რაიმე კონტაქტი ჰქონდეს! დაე, მადლობა გადაუხადოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონსულსა და პოლიტიკურ მრჩეველს, რომლებმაც მიიღეს იგი, რომ ქვეყნიდან გაუშვეს და სასამართლოს დარბაზშივე არ დააკავეს!

   ეს ყველაფერი ნიშნავს სააკაშვილზე მითის დასასრულს, „რომელიც სასწაულებრივად დაიბრუნებს ძალაუფლებას“. მისი პალატა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მალე მისი პიარ-ჟურნალისტების და სექტანტების „ჰაჯის“ ადგილიდან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა და მოგებას მოიტანს. დუნე აქციები და „შიმშილობები“ გაგრძელდება გარკვეულ ხანს, რათა მელიას ნაცებმა გაზარდონ საკუთარი თვითღირებულება და სანამ ნაცსალარო ამის საშუალებას აძლევთ. ხოლო ოპოზიციის უელაქტორატო ლიდერები, რომლებსაც სათითაოდ და ჯგუფურად მიიწვევენ სპექტაკლზე სალომეს სასახლეში, მიიღებენ მორალურ კმაყოფილებას, რომ მათ ანგარიშს ჯერ კიდევ უწევენ, ანუ რაღაცას მიიღებენ ანგარიშებზე ფულად ექვივალენტში. რაც შეეხება საერთაშორისო მხარდაჭერას, ის ნულის ტოლია: საქართველოს ყველა მეზობელს - სომხეთსა და აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე, უკიდურესად უარყოფითი აზრი აქვს სააკაშვილზე - როგორც გიჟზე და მორალურად მდაბიო ადამიანზე, რომელიც სახლში შესაშვები არ არის - ან მოიპარავს რამეს, ან დიასახლისს თავლს გააყოლებს! დასავლეთში კი ის დაივიწყეს, როგორც უმაქნისი ნივთი, ხარახურა, რომელიც საახალწლოდ უნდა გადაყარო!

   რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ სიტუაცია ნაკლებად დინამიურია - შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია - როგორ უპასუხებენ აშშ და ნატო რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. შეიძლება მოხდეს ის, რაზეც 13 დეკემბერს ვაფრთხილებდი - თუ აშშ და ნატო რუსეთთან შეთანხმდებიან, რომ არ გაფართოვდებიან აღმოსავლეთით საქართველოს ხარჯზე, საქართველომ შეიძლება ვერ მოასწროს ნატოში მისწრაფების გაცვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. შემთხვევითი როდია, რომ რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებაში და რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ზომების შესახებ შეთანხმებაში საქართველო არერთხელ არ არის ნახსენები - მხოლოდ უკრაინა, თუმცა საქართველო პირდაპირ არის ნაგულისხმევი ორივე ზემოაღნიშნული დოკუმენტის ბევრ მუხლში, მაგალითად - შეთანხმების მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში და ხელშეკრულების 1, 3, მე-6 და მე-7 მუხლებში. ეს ნიშნავს, რომ აშშ და ნატო არ აპირებენ საქართველოს მიღებას ალიანსში, ამიტომაც საქართველო არერთხელ არ არის ნახსენები, ხოლო რუსეთი სთავაზობს აშშ-სა და ნატო-ს ბოროტად არ გამოიყენონ საქართველოს „მიმნდობლობა“ - არ გამოიყენონ ამიერკავკასიის ტერიტორია, საჰაერო სივრცე და შავი ზღვის წყლები პროვოკაციული სამხედრო მიზნებისთვის.

არის მეორე მიზეზიც - რუსეთს არ სურს მომავალში საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება - აქაოდა, დასავლეთმა მიატოვა საქართველო და ის იძულებული გახდა პირი რუსეთისკენ იბრუნოს! მოსკოვმა იცის, რომ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველომ არ აიძულა აშშ და ნატო რუსეთთანკონფლიქტში შესულიყო - ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დამსახურება, რომელმაც გააყალბა „რეფერენდუმი“ (სინამდვილეში ამომრჩეველთა მხოლოდ 30%-მა მისცა ხმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას). რუსეთი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, დეკლარირებული კურსის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ ბოლო ნაბიჯსაც არასდროს გადადგამს.

თუმცა მოსკოვს რომც არ გაეთვალისწინებინა ყველაფერი ზემოდაღნიშნული, ნატოს პრობლემა საქართველოში შეუდარებლად უფრო მცირეა, ვიდრე უკრაინაში, თანაც, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოზე იყოს პროეცირებული, თუ, რა თქმა უნდა, აშშ და ნატო რუსეთის წანადადებეს მიიღებს და დროს უაზროდ არ გაჭიმავს. იმედია, აშშ-ში მიხვდნენ, რომ პოლიტიკოსების ვიწრო წრის პირადი ამბიციებისა და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორიცაა, მაგალითად, გენმდივანი სტოლტენბერგი, არ არის საჭირო რუსეთთან „წითელი ხაზის“ გადაკვეთა. ისევე, როგორც სააკაშვილის და მისი ბიძის კომბინაციები ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის გამდიდრებას.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 22 დეკემბერი
საქართველო, თბილისი