საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოება ანსამბლ „ერისიონის“ მთავარ დირიჟორსა და მომღერალ ჯემალ ჭკუასელს დაემშვიდობა. სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ დილიდან მიმდინარეობდა სამების ეკლესიაში.

ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. ის ეკლესიაში მეუღლესთან ერთად მივიდა.

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი და მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი გუშინ მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.