უცხოეთი
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა და ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარ შეშფოთებას წარმოაჩენს.
სალივანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების უკანასკნელი შეფასება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ვაპირებთ, რომ მაგიდაზე დავდოთ ჩვენი შეშფოთების საკითხები. აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ პუტინს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, გასული კვირის შემდეგ რაიმე ცვლილება არ მომხდარა“, – განაცხადა სალივანმა.
1tv.ge