"საყოველთაო ეროვნული შერიგება" - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა თქვენ მიერ ამომწურავად იქნა განხილული და უგულებელყოფილი, თუმცა მას მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის რეზიდენციაში მიიღო. „პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რომელიც უკავშირდება ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესს. მისი უწმინდესობა და, რა თქმა უნდა, ეკლესია, ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, რომელიც იქნება დაფუძნებული ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, - ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ და გასული კვირის სხვა თემებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ქართული და უცხოური მედიის თავფურცლებიდან არ ჩამოვა, კომენტარი “საქინფორმი”-ს მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს ვთხოვეთ.
- კათოლიკოს-პატრიარქთან აზრთა სხვადასხვაობა არ მაქვს. პატრიარქის შეხვედრა პრეზიდენტთან ჩემი პუბლიკაციის შემდეგ შედგა და პატრიარქმა, როგორც ყოველთვის - გენიალური უბრალოებით, მოკლედ თქვა ის, რასაც მთელი პუბლიკაცია მივუძღვენი. “მისი უწმიდესობა და, რა თქმა უნდა, ეკლესია, ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, რომელიც იქნება დაფუძნებული ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. მაგრამ შერიგება იმ დამნაშავეებთან, რომელთა წინააღმდეგაც აღიძრა და აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები 9 წლის დანაშაულებებზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის მტრებთან, რომლებსაც რუსეთის კა-გე-ბეს ჯაშუშებსა და და პედოფილებს უწოდებდნენ, არასგზით შეიძლება იყოს „ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე დაფუძნებული“. ანუ, იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონსა და ეკლესიას, პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს.
და მეორე მომენტი, რომელიც ვერავინ შენიშნა: საპატრიარქოს განცხადებაში, რომლის ციტირებაც თქვენ მოახდინეთ, საუბარია "ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესზე", მაგრამ საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო საზოგადოებასთან, როგორიცაა, მაგალითად, ბურჯანაძის პარტია. მათი ელექტორატი - ლიდერების ოჯახის წევრები, მათი ნათესავები და მეგობრებია. ამიტომ, ეს პარტიები სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებას“ რომც შეურიგდნენ, ეს არასგზით არ იქნება „ჩვენს საზოგადოებაში შერიგება“. ხოლო ერთადერთი ელექტორატიანი ოპოზიციური პარტია - სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ - ორბელიანების სასახლეში "საყოველთაო სახალხო შერიგების" პრეზენტაციაზე არც მისულა, რაც იმთავითვე გამორიცხავს შერიგებას!
- მაშ, რით დასრულდება და რამ გამოიწვია ეს „საყოველთაო სახალხო შერიგების“ სპექტაკლი?
- ყველაფერი ძალიან მარტივია. აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავი საქართველოს ექსპერტებად მიაჩნიათ, ოპოზიციის მარცხის შემდეგ, რომელმაც ვერ შეძლო საქართველოში ახალი "ვარდების რევოლუციის" განხორციელება, სააკაშვილის გათავისუფლება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დღეს უკვე აღარ ახსენებენ სააკაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც პირველად გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე, მხოლოდ "პოლარიზაციის დასრულებას" სთხოვენ. ანუ მესაბოტაჟეებსა და დამნაშავეებს კვლავ უნდა შეუქმნან ცივილიზებული ოპოზიციის იმიჯი, რომელიც შევა პარლამენტში და იმუშავებს უმრავლესობასთან, როგორც განვითარებული დემოკრატიის მქონე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ამოცანა – ოპოზიციის „სახის შენარჩუნება“ და მისი ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანა – დაევალა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარი თავის პოზიციონერობას ახდენს, როგორც „ყველას პრეზიდენტი – უმრავლესობისაც და ოპოზიციისაც“. ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდებით ამ კოლექტიური დასავლეთის სასარგებლო საახალწლო წარმოდგენას, რომელშიც პრეზიდენტის პოზიცია მომგებიანია - ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული და ქართველი ხალხისთვის უცხო, ის ოპოზიციასთან ქულებს იწერს.
- ბატონო არნო, თქვენ ახსენეთ სააკაშვილი, რომელმაც, სხვათა შორის, მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის ინიციატივას. ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. რა მოუვა მას, როდესაც სახმედრო ჰოსპიტალიდან ციხეში გადაიყვანენ?
- მოგეხსენებათ, სააკაშვილის ბიძა, მისი მფარველი ანგელოზი თემურ ალასანია თბილისში ჩამოფრინდა. კგბ-ს პოლკოვნიკს, შეიარაღების საკითხებში სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომელს გაეროში, რატომ მიენიჭა უპრებლემოდ ამერიკის მოქალაქეობა?! ვინმეს დაფიქრებულა ამაზე?! ესე იგი ალასანია - ან სტანდარტული მოღალატე, კგბ-ს მსტოვარია, რომელის მიეყიდა ცე-რე-უ--ს და ჯილდოდ მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა, ან ალასანია - ორმაგი აგენტია, ანდა ალასანია - "შტირლიცი", რუსეთის დაზვერვის ერთგული ოფიცერია, რომელიც "ღრმა კონსერვაციაშია“ აშშ-ში. თუმცა ვინც არ უნდა იყოს ბიძა თემური, ის ერთადერთი ადექვატური პიროვნებაა სააკაშვილების ოჯახში, რომელთანაც გამოცდილებით ახლოსაც ვერ მივა პროვინციალიზმით აქოთებული მთელი ქართული ოპოზიცია! ტყუილუბრალოდ როდი უთხრა ალასანიამ ჟურნალისტებს - აქაოდა, მთელ მსოფლიოს სულ სხვა პრობლემები აღელვებს, ვიდრე თქვენ საქართველოშიო! ამით ალასანია არ მალავს, რომ მისი ძმისშვილის პრობლემები მსოფლიოში არავის აწუხებს და სააკაშვილის გარშემო ატეხილი ალიაქოთი - მხოლოდ ორღობის სკანდალია! ალასანიას უკიდურესად უარყოფითი აზრი აქვს არა მარტო ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, არამედ ზოგადად ქართველ ერზე, რასაც არც მალავს! ბიძია თემური ჩამოფრინდა, რა თქმა უნდა, არა ახალ წელს თავის დაიკო გიულისთან, არამედ იმისთვის, რომ მიშას საქართველოდან ევაკუაციის საკითხზე მოილაპარაკოს. ვფიქრობ, მას ექნება, თუ უკვე არ ჰქონდა, საიდუმლო შეხვედრები პერსონასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადასცემს თემურ ალასანიას ორივე მხარისთვის ხელსაყრელ წინადადებებს. ოჯახისთვის ხელსაყრელია მიშას დახსნა ქართული ციხიდან, საქართველოსთვის კი მომგებიანია სააკაშვილის მოშორება!
რაც შეეხება სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას: დიახ, მიშკა მშიშარაა, დიახ, მისი დღევანდელი მდგომარეობა მას ნამდვილად აშინებს, მაგრამ სააკაშვილი ნახევრად სომეხია, ნახევრად მეგრელი, ის თამაშობს, რომ ცნონ შეშლილად, რომელსაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება! საბოლოოდ, ასეც მოხდება, ვფიქრობ, თემურ ალასანია საყვარელ დისშვილ მიშას თან წაიყვანს.
- და ბოლო შეკითხვა: თქვენ ამომწურავად გააანალიზეთ ბრიუსელში გამართული ფორუმი - როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს ხაზით. რა სიახლე მოჰყვება ამ ტრაფარეტულ ფრაზებს პერსპექტივაში?
- რამდენიმე დღის წინ ვიტყოდი, რომ არაფერი შეიცვლება - საქართველო გააგრძელებს თავისი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას "ცხელ წერტილებში", ბრძოლას და დაღუპვას ნატოს ოპერაციებში, საქართველო უწინდებურად დახარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტის 2%-ზე მეტს შეიარაღებაზე ნატოს სტანდარტების შესაბამისად, როგორც ალიანსის წევრები ხარჯავენ. მაგრამ ნატოს განცხადების შემდეგ, რომელსაც თბილისში ყურადღება არავინ მიაქცია, არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნატომ უღალატა საქართველოს, მეათასედ გადაუხადა მადლობა ერაყსა და ავღანეთში მონაწილეობისთვის და უკრაინაში გაცვალა.
„ნატომ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან ნდობისა და კონსტრუქციული დიალოგის გასამყარებლად, იმ პირობით, რომ მოსკოვი მიიღებს კონკრეტულ ზომებს უკრაინის ირგვლივ სიტუაციის დეესკალაციისთვის“, - განაცხადა ალიანსის პრესსამსახურმა ოფიციალურ საიტზე. განცხადების თანახმად, რომელიც ეჭვგარეშეა, ჯო ბაიდენის მიერ ნატოს ოთხი ქვეყნის ხელმძღვანელებთან პუტინისთვის დაპირებული კონსულტაციების შედეგად გაჩნდა, „ნატოს ეცნობა რუსეთის უახლესი წინადადებები ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. ანუ ბრიუსელისთვის ცნობილია ლავროვისა და პუტინის განცხადებები, რომლებმაც მოითხოვეს წერილობით გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით და ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში მიიღებდნენ.
„თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებაზე, თუმცა ნატოს შეშფოთებაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ნატო სიხარულით მიიღებს მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე. რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ნატოს დიალოგში უკრაინასთან, რადგან ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობა მხოლოდ მათ ეხება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი, თავისი საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ეხება მხოლოდ უკრაინასა და ალიანსის ოცდაათ სახელმწიფოს. უკრაინაზე ნებისმიერი თავდასხმა მასშტაბურ შედეგებს გამოიღებს“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.
როგორც ხედავთ, „უკრაინა“, „უკრაინა“ და ისევ „უკრაინა“ - არც ერთი სიტყვა საქართველოს შესახებ! გამოდის, რომ თუ რუსეთი მისცემს გარანტიას, რომ „თავს არ დაესხმება უკრაინას“, რომელსაც, თავად ნატო-მ არ იცის - როდესაც მიიღებს ორგანიზაციაში, მაშინ ნატო გადადგამს "კონკრეტულ ნაბიჯებს" რუსეთის შეშფოთების გასაქარწყლებლად, ანუ მისცემს რუსეთს გარანტიებს, რომ საქართველოს ხარჯზე აღმოსავლეთით არ გაფართოვდება! აქაოდა, უკრაინა - ჩვენ, ნატოს, ხოლო საქართველო - რუსეთს. მაგრამ რუსეთმა ნატოს წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა: „რუსეთი კონტრმუქარის შექმნის რეჟიმში გადავა, თუ ნატო არ მიიღებს წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - განაცხადა შაბათს რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ YouTube-არხის „Соловьев Live“-ის ეთერში, რომელმაც აღნიშნა, რომ „ალიანსის წევრები თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ“, ვინაიდან „ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ტრანსატლანტიკურ ერთიანობას იჭერს“, მათ მიერვე გამოგონილი „აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეა“.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: NEWS-FRONT
19 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველო, თბილისი