აქტუალური
ზუგდიდის „ბაიას“ სპონსორობას ინდოელი ბიზნესმენები გაუწევენ

baia_zugdროგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან გვატყობინებს, დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ზუგდიდის „ბაიამ“ მე-6 ადგილი დაიკავა, რაც უთუოდ მისასალმებელია. „გუნდმა, რომლის ფეხბურთელებს 7 თვის ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც 22 ფეხბურთელი წავიდა, მე-6 ადგილზე გასვლა მათთვის მისალოცია“, – აღნიშნა ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე როლანდ მაქაცარიამ. მისი თქმით, შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის გუნდი ინდოელმა ბიზნესმენებმა დაასპონსორონ. „ხუდონჰესში ინდოელმა ბიზნესმენმა ჩადო ინვესტიციები და არის იმისი პირობაც, რომ ზუგდიდის „ბაიას“ ერთი მილიონი ლარით დაასპონსორებენ, ამიტომაც ზუგდიდელი გულშემატკივრები ითხოვენ ინდოელ ბიზნესმენებთან შეხვედრას“, – განაცხადა როლანდ მაქაცარიამ.